Join Optio as a Middle Software Engineer

Optio.Ai
Posted Jun 10, 2026
Skip to content Menu Home » News » Join Optio as a Middle Software Engineer Join Optio as a Middle Software Engineer Posted on September 8, 2025September 9, 2025 by admin Optio-ში ვქმნით მონაცემებზე დაფუძნებულ, მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმას. ჩვენი პლატფორმა ბიზნესს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიცნოს საკუთარი კლიენტების ქცევა და აწარმოოს მათზე მაქსიმალურად მორგებული მარკეტინგული კამპანიები. ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა პლატფორმაში AI აგენტის ჩაშენებაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს პირდაპირ „ესაუბრონ“ საკუთარ მონაცემებს და დაავალონ სამუშაოები რუტინის ავტომატიზაციისთვის.Optio-ის არქიტექტურა მრავალმხრივ ტექნოლოგიურ ბლოკებზეა აგებული, რასაც თან ბევრი გამოწვევა ახლავს: დიდი მონაცემების ოპტიმალური დამუშავება ფონური პროცესები ასეულობით მილიონი ჩანაწერის რეალურ დროში დასამუშავებლად კლიენტის სისტემებთან და მონაცემებთან ოპტიმალური ინტეგრაცია უსაფრთხოებისა და წვდომის დონეების დეტალური მართვა მასშტაბირებადობა და ოპტიმიზაცია გაფართოებადი და მოქნილი არქიტექტურა პლატფორმის შემდგომი განვითარებისთვის ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, საშუალო გამოცდილების მქონე (middle) დეველოპერს, რომელსაც სურს იმუშაოს მასშტაბურ პლატფორმაზე, საინტერესო გუნდთან ერთად. 🔎 რას ველოდებით შენგან აიღო პასუხისმგებლობა ერთი ან რამდენიმე მოდულის სრულ ციკლზე — არქიტექტურიდან წარმატებულ გაშვებამდე შეძლო ბიზნესისა და ტექნოლოგიის გაერთიანება – გესმოდეს ორივე ენა. წერო არა მხოლოდ კოდი, არამედ მოიკვლიო და იპოვო საუკეთესო გადაწყვეტილებები. გქონდეს მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური, მრავალსტეკიანი მოდულის ან სისტემის დამოუკიდებლად დასრულების გამოცდილება (არქიტექტურა → იმპლემენტაცია → გაშვება და თანხლება) 🛠️ სტეკი NestJS · Angular · RabbitMQ · Redis · Elasticsearch · Docker 📝 შერჩევის და დასაქმების პროცესი პირველადი შერჩევა CV-ის საფუძველზე გასაუბრების პროცესი (1–2 ეტაპი: გაცნობა, პიროვნული და ტექნიკური უნარების შეფასება) დავალება – ტექნიკური უნარების უკეთ შესაფასებლად ინტეგრაცია გუნდში – 6 თვიანი სამუშაო პროცესი Middle პოზიციაზე (ანაზღაურება 3000–5000₾) ❓ ხშირად დასმული კითხვები (FAQ) რა მასშტაბებზე მუშაობს პლატფორმა?რამდენიმე მილიონიდან ასობით მილიონ ჩანაწერამდე. ვინ არიან თქვენი კლიენტები?დიდი და საშუალო ზომის კომპანიები ფინანსური სექტორიდან როგორია სამუშაო პროცესი?Kanban-ზე დაფუძნებული Agile პროცესი, 1-1.5 თვიანი რელიზების ციკლით Remote მუშაობა შესაძლებელია?გვაქვს ჰიბრიდული რეჟიმი, საწყის ეტაპზე ოფისიდან მუშაობა აუცილებელი იქნება გუნდისა და პროცესების გასაცნობად. სად არის თქვენი ოფისი?თბილისში, ერთ-ერთ საუკეთესო სივრცეში: D Block @ Stamba, კოსტავას #14. მარტივად მისადგომია საზოგადოებრივი და პირადი ტრანსპორტით. დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტორნულ მისმართზე hr@optio.ai 2025 წლის 20 სექტემბერის ჩათვლით გთხოვთ განაცხადის გამოზგავნისას “subject”-ში მიუთითოთ “Middle Software Engineer”. პირველადი გადარჩევის შემდეგ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. Team OPTIO📨 hr@optio.ai📍 14 M. Kostava St., Tbilisi SearchSearchRecent PostsWe are looking for Technical Project Manager Optio Becomes Official Supporter of DataFest Tbilisi 2025, Featuring Shota Giorgobiani as Speaker OPTIO 6.0 is here – Experience the upgrade Join Optio as a Middle Software Engineer Crystal Adopts Optio for AI-Powered CRM and Customer Engagement × Please provide your email address and we will send you details how to use our demo Send Your request was successfully sent. Please check your email Error while sending your message. Please try again shortly

Want jobs like this matched to you?

Swoopd scores fresh postings against your résumé so you only see the matches that matter.

Get started free